воскресенье, 25 июля 2010 г.

ნარკომანია,,თეთრი სიკვდილი''

1. პროექტის სახელი: ნარკომანია ,,თეთრი სიკვდილი’’

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა ინფორმირება, ნარკოტიკული საშუალებების მოსალოდნელი საშიშროების შესახებ .

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ ნარკოტიკის წარმოშობის ისტორიასა და კლასიპიკაციას. მოახდენენ ნარკოტიკული ნივთიერებების საშიშროებეზე ყურადღების გამახვილებას. ნარკოტიკი, როგორც ადამიანის ყოველგვარი უნარის დამქვეითებელი. ნარკოტიკი, რომელიც უბიძგებს ადამიანს დანაშაულის ჩადენისაკენ. ნარკოტიკი, რომელიც იწვევს სხვადასხვა დავადებებს, როგორიცაა -“შიდსი” და “ჰეპატიტი”. ხშირად ნარკომანების მიერ ქუჩაში დაყრილი “ შპრიცები”, არამარტო გარემოს აბინძურებს, არამედ ხვდება ბავშვების ხელში, რომელსაც მძიმე შედეგებამდე მივყავართ. ნარკომანი საზოგადოებისთვის უსარგებლო და მიუღებელი ადამიანი. აიღებენ ინტერვიუს ექიმ–ნარკოლოგთან. მოეწყობა ფილმის ჩვენება.

4. მონაწილეთა ასაკი: 13–17წ.

5. ვადები და ხანგრძლივობა: 2010–2011წ.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ლიტერატურაში.დისკუსიის გამართვა. შექმნა საინფორმაციო ბუკლეტების.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოპოვებული ინფორმაციით ახალგაზრდობა შეძლებს თავიდან აიცილოს ნარკოტიკის მოხმარება და გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

8. სარგებელი სხვებისთვის: საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება. მოსახლეობასა და მოსწავლეებში დარიგება და გაცნობა მათთვის თუ რამდენად სახიფათოა ნარკოტიკი.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტორია, ეკოლოგია, ბიოლოგია, ფიზ–კულტურა.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარეხი მჭედლიძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: m.mchedlidze3@gmail.com

14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:http://mmchedlidze.blogspot.com/